Accentnews.ge
საზეიმო აღლუმები ყირიმსა და სევასტოპოლშიც გაუქმდა

საზეიმო აღლუმები ყირიმსა და სევასტოპოლშიც გაუქმდა

12/04/2023 06:19:11 მსოფლიო

საპირველმაისო დემონსტრაციები, "უკვდავი პოლკის" მსვლელობა და 9 მაისის სამხედრო აღლუმი ყირიმსა და სევასტოპოლშიც გააუქმეს.

ამის შესახებ მოსახლეობას ყირიმის კრემლის მიერ ხელდასმულმა ხელმძღვანელმა სერგეი აქსიონოვმა აცნობა და იქვე განმარტა, რომ გადაწყვეტილება "უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარეა მიღებული".

მანამდე ანალოგიური გადაწყვეტლებები იქნა მიღებული უკრაინის მოსაზღვრე რუსულ ქალაქებში კურსკსა და ბელგოროდშიც.

ცნობისთვის: 2022 წლის აგვისტოდან დაწყებული, ანექსირებულ ყირიმსა და სევასტოპოლში აფეთქების ხმა თითქმის ყოველდღიურად ისმის. რუსული მხარე ამას უკრაინული უპილოტოებისა და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების მუშაობას უკავშირებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S