რუსეთი კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტის გამოცდის შესახებ იუწყება
12/04/2023 05:42:18 მსოფლიო
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, სტრატეგიული დანიშნულების სარაკეტო ჯარებმა კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა გამოსცადეს. ამ ჯარების არსენალში ბირთვული იარაღია.
რაკეტის გაშვება განხორციელდა ასტრახანის რეგიონის "კაპუსტინ იარის" პოლიგონზე და როგორც თავდაცვის უწყება ამბობს, "ის წარმატებული იყო".
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს თანახმად, რაკეტის სასწავლო, საბრძოლო ნაწილმა განსაზღვრული სიზუსტით გაანადგურა პირობითი სამიზნე ყაზახეთის სარი-შანგანის პოლიგონზე. თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, გამოცდამ დაადასტურა, რომ სწორია ტექნიკური გადაწყვეტილებები, რომლებსაც სტრატეგიული დანიშნულების ახალი სარაკეტო კომპლექსების შემუშავებისას იყენებენ.


