Accentnews.ge
იტალიამ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა

იტალიამ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა

12/04/2023 05:30:46 მსოფლიო

იტალიაში არალეგალი მიგრანტების ნაკადის ზრდის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს. მთავრობის განკარგულებით, ყველაზე მეტად დაზარალებული რეგიონები ხუთი მილიონი ევროს ოდენობით დახმარებას მიიღებენ.

იტალიური მედიის ცნობით, ეს სახსრები დაიხარჯება მიგრანტების განთავსების ახალი ცენტრების მშენებლობაზე.

საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის მოქმედების პერიოდში გამარტივებული იქნება ქვეყანაში არალეგალური გზით ჩასული პირების დეპორტაციის პროცედურა.

იტალიის სამოქალაქო თავდაცვის მინისტრმა ჰელო მუსუმეჩიმ მოუწოდა ევროკავშირს პრობლემის გადაჭრაში ჩაერთოს.

ოფიციალური მონაცემებით, წლის დასაწყისიდან იტალიაში უკვე ჩავიდა 31 ათასი მიგრანტი. შარშან ამავე პერიოდში კი, მათი რიცხვი 7 900-ს შეადგენდა. ლტოლვილები იტალიაში ძირითადად ტუნისიდან და ლიბიიდან ჩადიან.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S