Accentnews.ge
კანადა რუსეთს ახალ სანქციებს უწესებს, ხოლო უკრაინას იარაღს უგზავნის

კანადა რუსეთს ახალ სანქციებს უწესებს, ხოლო უკრაინას იარაღს უგზავნის

11/04/2023 20:00:02 მსოფლიო

კანადა ახალ სანქციებს დააწესებს რუსეთის მოქალაქეებისა და ფიზიკური პირების წინააღმდეგ უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის გამო, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ უკრაინის პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე 11 აპრილს.

ამასთან, მისი თქმით, კანადამ, სხვა საკითხებთან ერთად, უკრაინას 2023 წლის ბიუჯეტში 2,4 მილიარდი დოლარის სესხი გამოუყო.

„უკრაინის მხარდაჭერის კიდევ ერთი გზა რუსეთისთვის მისივე ქმედებების გამო პასუხისმგებლობის დაკისრებაა. კანადამ უკვე დააწესა სანქციები 2400 ადამიანისა და კომპანიის წინააღმდეგ. დღეს რუსეთის რეჟიმზე ზეწოლის შესანარჩუნებლად ვაცხადებთ ახალ სანქციებს 14 რუსი ფიზიკური პირისა და 34 სუბიექტის წინააღმდეგ, მათ შორის, „ვაგნერის“ ჯგუფთან დაკავშირებულ უსაფრთხოების ობიექტებიდან“, - განაცხადა ტრუდომ.

ტრუდომ ასევე თქვა, რომ კანადა უკრაინას გაუგზავნის 21 000 ერთეულ შეტევით იარაღს, 38 ტყვიამფრქვევს და 2,4 მილიონ საბრძოლო მასალას.

დენის შმიგალი ოფიციალური ვიზიტით კანადაში იმყოფება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S