Accentnews.ge
POSTV-ის წინააღმდეგ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას მიმართეს

POSTV-ის წინააღმდეგ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას მიმართეს

11/04/2023 14:07:16 საზოგადოება

ორგანიზაცია „სოციალური სამართლიანობის ცენტრმა“ სახელისუფლებლო არხის „POSTV-ის“ წინააღმდეგ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას მიმართა.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სამდივნომ ორგანიზაციის განცხადება ტელეკომპანია „POSTV-ის“ ჟურნალისტების შალვა რამიშვილის, ბაჩო ოდიშარიას, გური სულთანიშვილის, ნინო სალუქვაძის, ნუგზარ ხავთასის, ანა შანიძისა და დათა გვასალიას წინააღმდეგ დასაშვებად ცნო.

სადავოა 6 მედიაპროდუქტი, რომლებიც 2023 წლის 23, 25, 26 და 27 მარტს გამოქვეყნდა.

განმცხადებლის პოზიციით, ჟურნალისტების მხრიდან თათია სამხარაძის მიმართ კამპანიურად და გამიზნულად ვრცელდებოდა არასწორი ინფორმაცია. განმცხადებელი მიიჩნევს, რომ ჟურნალისტური მასალები დისკრიმინაციულია გენდერული ნიშნით.

განმცხადებელი დავობს ქარტიის პირველი (ინფორმაციის სიზუსტე), მეშვიდე (დისკრიმინაცია), მეათე (პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა) და მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპის დარღვევაზე.ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს და გადაწყვეტს დაირღვა თუ არა ქარტიის პრინციპები.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S