
უკვე გაჩნდა საჯარო მუქარები – კონცეპტArt-ის ხელმძღვანელი შსს–ს მიმართავს
11/04/2023 18:00:43 საზოგადოება
უკვე გაჩნდა საჯარო მუქარები,– იუწყება კონცეპტArt-ის ხელმძღვანელი თეონა ჯორბენაძე და აცხადებს, რომ შსს–ში გეგმავს განცხადების დაწერას განხორცელებულ მუქარაზე რეაგირების მოთხობნით.
უკვე გაჩნდა საჯარო მუქარები,– იუწყება კონცეპტArt-ის ხელმძღვანელი თეონა ჯორბენაძე და აცხადებს, რომ შსს–ში გეგმავს განცხადების დაწერას განხორცელებულ მუქარაზე რეაგირების მოთხობნით.
“უკვე გაჩნდა ჩემს მიმართ საჯარო მუქარები, ახალი დავალების ნაწილია ეტყობა, მარტო კაცური კაცი თუ დაწერდა ასე. Postv-ის თანამშრომელი და თან სალომე ბაკურაძის ქმარი ყოფილა, ძალიან კარგი გოგოსი, აგრეთვე სამეფო კართან დაახლოებული.Ps. ცოტა ხნის წინ, კიდევ ერთი მუქარა მივიღე, ამჯერად ემუქრებიან ჩვენი შემოქმედებითი გუნდის მიერ დაარსებულ ხელოვანთა კავშირს კონცეპტArt-ს. “ავაყირავებთო”. ცხადია, მუქარების ჩამონათვალი შეიკრა, ცხადია, მივდივარ პოლიციაში განცხადების დასაწრად”, – წერს თეონა ჯორბენაძე სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის: თეონა ჯორბენაძემ ცოტა ხნის წინ დაწერა, რომ კონცეპტArt აღარ ითანამშრომლებს ხელოვანებთან, რომლებიც PosTV-ის ეთერში მივლენ.