Accentnews.ge
რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმების ერთ–ერთი მოთხოვნა დაკმაყოფილდა

რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმების ერთ–ერთი მოთხოვნა დაკმაყოფილდა

11/04/2023 17:50:48 საზოგადოება

რესპუბლიკური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ზაზა ავალიანმა თანამდებობა დატოვა. არსებული ინფორმაციით, მის მოვალეობას კლინიკური მენეჯერი თეა თავართქილაძე შეასრულებს.

ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ავალიანმა თანამდებობა საკუთარი გადაწყვეტილების საფუძველზე დატოვა.

თებერვალში ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა ინტერვიუში თქვა, რომ მთავრობა „რესპუბლიკური საავადმყოფოს“ დანგრევას აპირებდა და რომ სახელმწიფო „ახალი რესპუბლიკური საავადმყოფოს დასრულებას“ დაახლოებით ორწელ-ნახევარს მოანდომებდა.

მინისტრის განცხადებას მოჰყვა „რესპუბლიკურის“ ექიმების პროტესტი. მანამდე ისინი დარწმუნებული იყვნენ, რომ სახელმწიფო რეაბილიტაციის ძველ გეგმას მიჰყვებოდა. მათი თქმით, შენობა რეაბილიტაციას საჭიროებს, თუმცა, მისი დანგრევისა და ახლის აშენების შემთხვევაში ამჟამად იქ მომუშავე პერსონალი სამსახურს დაკარგავს.ამასთან, ექიმები ზაზა ავალიანის თანამდებობიდან გადაყენებას ითხოვდნენ, რადგან მიიჩნევდნენ, რომ ავალიანი მათ ინტერესებს არ გამოხატავდა.

„ვინაიდან კლინიკის მოქმედი დირექტორი არ გამოხატავს კლინიკის ინტერესებს, ეწევა მის დისკრედიტაციას და არ ასრულებს დაკისრებულ მოვალეობას, მოვითხოვთ, გაათავისუფლოთ დაკავებული თანამდებობიდან“,– აცხადებდნენ ექიმები.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S