Accentnews.ge
თითოეულის დუმილი ძალიან ხმამაღლა ისმის სასამართლოს კედლებიდან – ყოფილი მოსამართლე

თითოეულის დუმილი ძალიან ხმამაღლა ისმის სასამართლოს კედლებიდან – ყოფილი მოსამართლე

11/04/2023 17:27:01 პოლიტიკა, საზოგადოება

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე მაია ბაქრაძე დარწმუნებულია, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების და მთავრობის მეთაურის შეხვედრა უზენაეს სასამართლოში გზავნილი იყო დანარჩენი მოსამართლეებისთვის, „პოლიტიკური ხელმძღვანელობა ჩვენთანაა“, რომ მათ არ გაბედონ „რაიმე სახის მოძრაობა“.

ის ასევე დარწმუნებულია, რომ ამჟამად მოლაპარაკებები წარმოებს მოსამართლეებთან სანქცირებული მოსამართლეების მხარდამჭერი კოლექტიური განცხადების გავრცელების მიზნით და არა მხოლოდ ზეწოლით, „თხოვნით, თავის შეცოდებით“: „ზოგს ნათლობას გაუხსენებენ, ზოგს ახლობლის დაკრძალვაზე გაღებულ შესაწირს...“.

მან ყურადღება გაამახვილა, რომ იმ პირობებში, როდესაც კონფერენციებზე ათობით მოსამართლისგან ვისმენდით „კლანის“ ერთ–ერთ ლიდერად დასახელებული, ამჟამად სანქცირებული მოსამართლის ლევან მურუსიძის მხარდამჭერ განცხადებებს, „მე მურუსიძე ვარ“, ამჟამად მხოლოდ ერთეულებმა გამოხატეს ანალოგიური პოზიცია და ბაქრაძე თვლის, რომ ეს მნიშვნელოვანი დეტალია, „ზოგისთვის დრო ახლა დგება, ზოგისთვის უფრო ადრე დადგა“.

ყოფილი მოსამართლე კოლეგებისგან მასშტაბურ საჯარო პროტესტს არ ელის, თუმცა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ „თითოეულის დუმილი ძალიან ხმამაღლა ისმის იმ [სასამართლოს] კედლებიდან“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S