Accentnews.ge
IMF 2023 წელს საქართველოსთვის 4%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს

IMF 2023 წელს საქართველოსთვის 4%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს

11/04/2023 13:54:27 ეკონომიკა

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა მსოფლიოს ეკონომიკური მიმოხილვა განაახლა. ორგანიზაციის შეფასებით, მიმდინარე წელს საქართველოს ეკონომიკა 4%-ით გაიზრდება, რაც ფონდის წინა პროგნოზის ანალოგიურია.

2024 წლისთვის კი სავალუტო ფონდი საქართველოში 5%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს. ამ მხრივაც ფონდის პროგნოზი უცვლელია.

სავალუტო ფონდის მიერ პროგნოზირებული 4% უფრო ნაკლებია, ვიდრე საქართველოს მთავრობის მიერ პროგნოზირებული ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი, რაც 2023 წლისთვის 5%; 2024-ში კი 5.2%-ს შეადგენს.

IMF-ის პროგნოზი საქართველოს ინფლაციის მაჩვენებელსაც მოიცავს. ორგანიზაცია წელს საშუალოდ 5.9%-იან, 2024-ში კი 3.2%-იან ინფლაციას პროგნოზირებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S