Accentnews.ge
ომის ერთი წლის განმავლობაში რუსეთის ბიუჯეტში გარღვევამ 7 ტრილიონს მიაღწია

ომის ერთი წლის განმავლობაში რუსეთის ბიუჯეტში გარღვევამ 7 ტრილიონს მიაღწია

11/04/2023 13:52:42 მსოფლიო

უკრაინასთან ომის ერთი წლის განმავლობაში რუსეთის ბიუჯეტში გარღვევამ 7 ტრილიონს მიაღწია. შესაბამისი მონაცემები ამ დღეებში ქვეყნის ფინანსთა სამინისტრომ გამოაქვეყნა.

მისივე ინფორმაციით, პირველი კვარტლის შედეგებით, მთავრობის შემოსავლები 21%-ით, 5,7 ტრლნ რუბლამდე შემცირდა. ნავთობსა და გაზთან დაკავშირებული გადასახადების ამოღება კი - 45%-ით მას შემდეგ, რაც "გაზპრომმა" ევროპის სახელმწიფოებს გაზის მიწოდება შეუწყვიტა, რუსული ნავთობის ნაკადებმა კი აღმოსავლეთისკენ ამ დრომდე არნახული ოდენობის ფასდაკლებების პირობით აიღო გეზი.

ამასთან, საბიუჯეტო ხარჯები 34%-ით, 8 ტრლნ რუბლამდე გაიზარდა და მათი მესამედი "საიდუმლო მუხლებზე" მოდის, - იუწყება "The Moscow Times".

მარტო სამი თვის განმავლობაში ბიუჯეტმა 2,4 ტრლნ-იანი დეფიქიციტი მიიღო და მართალია, მარტში, გასული წლის ნოემბრიდან პირველად, მთავრობის შემოსავლებმა ხარჯებს გადაუსწრო, თვიურმა პროფიციტმა (181 მლრდ) მხოლოდ მცირედით შეავსო საბიუჯეტო "ხვრელი", რომელმაც მიმდინარე წლის დასაწყისისთვის 1990-იანების დასაწყისის რეკორდიც კი მოხსნა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S