Accentnews.ge
უკრაინული კონტრშეტევის წინ რუსეთს ყირიმიდან ტექნიკა გაჰყავს

უკრაინული კონტრშეტევის წინ რუსეთს ყირიმიდან ტექნიკა გაჰყავს

11/04/2023 13:33:15 მსოფლიო

რუსეთს სამხედრო ტექნიკა და შეიარაღება გააქვს ყირიმიდან, რომელიც უახლოესი დროისთვის დაგეგმილი უკრაინული კონტრშეტევის სამიზნედ შეიძლება, იქცეს, - იუწყება "The Moscow Times".

მისივე ინფორმაციით, უკრაინის ამ ანექსირებული რეგიონის ჩდილოეთში მდებარე ერთ-ერთი რუსული სამხედრო ბაზიდან უკვე გაქრა ტანკები, ქვეითთა საბრძოლო მანქანები და სხვა ტექნიკა, რასაც Maxar-ის ფოტოებიც ადასტურებს.

ტექნიკა სავარაუდოდ, 11 თებერვლიდან 16 მარტამდე პერიოდში გაიყვანეს. იმავე დროს ყირიმში გაჩნდა მრავალკილომეტრიანი სანგრები და ტანკაწინააღმდეგო მიწაყრილები, მათ შორის - ნახევარკუნძულის მატერიკთან შემაერთებელი ყურის მიდამოებში.

უკრაინის კონტრშეტევის დაწყებას "უახლოეს კვირებში" ელიან. მისი გეგმა უკრაინელებს ამერიკელ პარტნიორებთან "რამშტაინის" გერმანულ ბაზაზე გამართული წვრთნების დროს აქვთ შეთანხმებული.

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შეტევისთვის ნიადაგი უკვე მოსინჯეს: გასული წლის აგვისტოდან მოყოლებული, ყირიმზე სხვადასხვა მასშტაბის 70-ზე მეტი შეტევა განხორციელდა, - დაითვალეს Armed Conflict Location & Event Data Project (ACLED)-ში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S