მედია – უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მოსკოვში ენერგომოლაპარაკებებისთვის გაემგზავრა
11/04/2023 12:16:13 მსოფლიო
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პეტერ სიიარტო მოსკოვში ენერგომოლაპარაკებებისთვის გაემგზავრა, - იუწყება Bloomberg.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, "საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი რუსეთში და ქვეყნის ორ ენერგოხელმძღვანელთან შეხვედრა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის პოლიტიკის ნაწილია, რომ შეინარჩუნოს მისი ქვეყნის დამოკიდებულება რუსულ ნავთობზე, გაზზე და ბირთვულ რესურსებზე, მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირის წევრები და პარტნიორები ცდილობენ რომ გათავისუფლდნენ მისგან".
Bloomberg წერს, რომ მანამდე, თებერვლში უნგრელი დიპლომატი მოსკოვის პარტნიორ ბელარუსს ეწვია, სადაც იგი ენერგეტიკის საკითხებში რუსეთის ვიცე-პრემიერ ალექსანდრე ნოვაკსა და სახელმწიფო ბირთვული კომპანია Rosatom-ის აღმასრულებელ დირექტორს ალექსეი ლიხაჩოვს შეხვდა.
მისი ცნობით, ნოვაკი და ლიხაჩოვი უკრაინისა და მისი პარტნიორი ქვეყნების ნაწილისგან არიან დასანქცირებულები. ორბანი ხშირად აკრიტიკებს ევროკავშირის სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ და ამბობს, რომ იგი არ მუშაობს, მიუხედავად მონაცემებისა, რომელიც გვაჩვენებს, რომ სანქციებმა სულ მცირე გაართულეს ვლადიმერ პუტინის მთავრობის შესაძლებლობა, შექმნას მეტი იარაღი და გააძლიეროს ომი უკრაინაში.


