ჰაკერული შეტევის გამო მთელს რუსეთში გადაზიდვების კუთხით კოლაფსი წარმოიშვა
11/04/2023 11:42:12 მსოფლიო
ჰაკერული შეტევის გამო მთელს რუსეთში გადაზიდვების კუთხით კოლაფსი წარმოიშვა, - იუწყება რუსული მედია.
მისივე ინფორმაციით, ფედერალური საბაჟო სამსახური მეორე დღეა, ვერ უმკლავდება IT-სისტემებში წარმოქმნილ კოლაფსს, რომელმაც მთელი ქვეყნის მასშტაბით საბაჟო პუნქტების მუშაობა შეაჩერა.
ორშაბათს დილით მომხდარი კიბერშეტევის შედეგების აღმოფხვრა ამ დრომდე ვერ ხერხდება, რის გამოც ფედერალურმა უწყებამ პირველი კატეგორიის "არასაშტატო სიტუაცია" გამოაცხადა და სრულად დაბლოკა წვდომა როგორც სამსახურის ოფიციალურ გვერდზე, ისე ყველა მისი თანამშრომლის იმ IP-მისამართებზე, რომლებიც ევრაზიული ეკონომიკური სივრცის საბაჟო ტერიტორიის ფარგლებს გარეთ ფიქსირდება.


