Accentnews.ge
პოდოლიაკი - ჩვენ გვჭირდება ნაკლები ფიქრი „გაჟონვაზე“ და მეტი შორ მანძილზე მოქმედი იარაღი

პოდოლიაკი - ჩვენ გვჭირდება ნაკლები ფიქრი „გაჟონვაზე“ და მეტი შორ მანძილზე მოქმედი იარაღი

11/04/2023 11:40:06 მსოფლიო

უკრაინას სჭირდება მეტი შორ მანძილზე მოქმედი იარაღი და ნაკლები ფიქრი დოკუმენტების გაჟონვასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი „ტვიტერზე“ წერს.

„დრო რომ გვქონდეს, შეგვეძლო გვეყურებინა, როგორ იშლება რუსეთის ფედერაცია და როგორ ჭამენ მისი „ელიტები“ ერთმანეთს, მაგრამ დრო არ გვაქვს, რადგან ჩვენი ხალხი კვდება. გვჭირდება ნაკლები ფიქრი „გაჟონვაზე“ და მეტი შორ მანძილზე მოქმედი იარაღი, რათა სწორად დავასრულოთ ომი“, - აღნიშნა პოდოლიაკმა.

პენტაგოში აცხადებენ, რომ უკრაინის ომის შესახებ მკაცრად გასაიდუმლოებული დოკუმენტების ინტერნეტში გაჟონვა წარმოადგენს "ძალიან სერიოზულ" საფრთხეს ეროვნული უშიშროებისთვის.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S