კამჩატკაზე ვულკანის ამოფრქვევის შედეგად ფერფლის მასშტაბური ღრუბელი შეიქმნა
11/04/2023 11:30:27 მსოფლიო
დღეს კამჩატკაზე ვულკანის ამოფრქვევის შედეგად ფერფლის მასშტაბური ღრუბელი შეიქმნა. მომხდარს კამჩატკის ნახევარკუნძულის გარშემო საავიაციო გაფრთხილების ამოქმედება მოჰყვა.
ვულკანიდან ამოფრქვეულმა ფერფლის ღრუბელმა 108 000 კვადრატული კილომეტრი მოიცვა.
ვულკანიდან წამოსულმა ლავამ გამოიწვია თოვლის დნობა და ახლოს მდებარე გზებზე ღვარცოფების საფრთხის შესახებ გაფრთხილების გავრცელება.


