Accentnews.ge
მედია: ეგვიპტეს პრეზიდენტმა რუსეთისთვის მისაწოდებლად 40 ათასი რაკეტის დამზადების ბრძანება გასცა

მედია: ეგვიპტეს პრეზიდენტმა რუსეთისთვის მისაწოდებლად 40 ათასი რაკეტის დამზადების ბრძანება გასცა

11/04/2023 11:15:15 მსოფლიო

ეგვიპტეს პრეზიდენტმა აბდელ ფათაჰ ას-სისიმ რუსეთისთვის საიდუმლოდ მისაწოდებლად 40 ათასი რაკეტის დამზადების ბრძანება გასცა, - წერს "The Washington Post" ამერიკული დაზვერვიდან გამოჟონილ საიდუმლო მასალებზე დაყრდნობით.

ამერიკული დაზვერვის დოკუმენტში გრიფით "საიდუმლო", რომელიც 2023 წლის 17 თებერვლით თარიღდება, სამხედრო მაღალჩინოსნებთან ას-სისის საუბრების შინაარსია გადმოცემული. ერთ-ერთი მათგანის დროს პრეზიდენტი ავალებს ძალოვანებს, რუსეთისთვის რაკეტების მზადების ფაქტი საიდუმლოდ შეინახონ, "რათა ამას დასავლეთთან პრობლემები არ მოჰყვეს". თავის მხრივ, თავდცვის მინისტრი სალაჰ ად-დინი აღნიშნავს, რომ "როგორც რუსებმა უთხრეს, ისინი მზად არიან, ნებისმიერი რამ შეისყიდონ, რადგან ყველაფერი სჭირდებათ".

ამერიკული დაზვერვის საიდუმლო დოკუმენტებმა მარტში გაჟონა,

ამის შემდეგ ეგვიპტეს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აჰმედ აბუ ზეიდმა განუცხადა ჟურნალისტებს, რომ ქვეყნის პოზიცია "იმთავითვე ეფუძნებოდა [უკრაინის - რედ.] კრიზისში არჩარევისა და ორივე მხარესთან დისტანციის შენარჩუნების პრინციპებს'.

თავის მხრივ, ერთ-ერთმა ამერიკელმა მაღალჩინოსანმა ანონიმურობის დაცვის პირობით განუცხადა გამოცემას, რომ თეთრი სახლისთვის არაა ცნობილი ეგვიპტეს მიერ რუსეთისთვის ხსენებული რაკეტების ან სხვა შეიარაღების მიწოდების ფაქტების შესახებ.

ცნობისთვის: ეგვიპტე 1987 წლიდან აშშ-ისთვის ნატო-ს არაწევრი ძირითადი მოკავშირეა, რუსეთისთვის შეიარაღების მიწოდების დადასტურებამ კი შესაძლოა, მისი სანქცირება გამოიწვიოს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S