დანილოვი – კონტრშეტევაზე გადაწყვეტილება ბოლო მომენტში იქნება მიღებული
11/04/2023 10:55:21 მსოფლიო
უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის ოლექსი დანილოვის განცხადებით, უკრაინული ძალების კონტრშეტევებზე გადაწყვეტილება ბოლო მომენტში იქნება მიღებული.
"თუ ვინმე ფიქრობს, რომ ჩვენ გვაქვს მხოლოდ ერთი ვარიანტი, ეს ასე არაა. სამი ვარიანტიც კი არაა საკმარისი. ოპერაციის დაწყების გადაწყვეტილებას მიიღებს უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, ვალერი ზალუჟნი", - განაცხადა დანილოვმა.
ამასთან, იგი გამოეხმაურა პენტაგონიდან საიდუმლო დოკუმენტების გაჟონვაზე გავრცელებულ ინფორმაციას და აღნიშნა, რომ "სპეციალური სამსახურები უფრო ფხიზლად უნდა იყვნენ, როცა საქმე საიდუმლო დოკუმენტებს ეხება".


