სამხრეთი კორეა – აშშ-ის გაჟონილი დოკუმენტების დიდი ნაწილი ყალბია
11/04/2023 09:05:53 მსოფლიო
სამხრეთმა კორეამ 11 აპრილს განაცხადა, რომ ყალბია აშშ-ის იმ სადაზვერვო დოკუმენტების დიდი ნაწილი, რომლებმაც გაჟონა და რომლებიც სეულში უკრაინისთვის იარაღის მიწოდებაზე შეშფოთებას უკავშირდება.
ეს დოკუმენტები ნაწილია უფრო დიდი მოცულობის მონაცემების გაჟონვისა, რასაც პენტაგონი ეროვნული უსაფრთხოებისთვის "ძალიან სერიოზულ" საფრთხეს უწოდებს.
გავრცელებული ცნობებით, ზოგიერთ დოკუმენტში საუბარია სამხრეთ კორეის ეროვნული უშიშროების მაღალჩინოსანთა შეშფოთებაზე, რომ მათ ქვეყანაში წარმოებული იარაღი შესაძლოა უკრაინაში იქნეს გამოყენებული - რაც წარმოადგენს დარღვევას სეულის პოლიტიკისა, არ მიჰყიდოს იარაღი ომში მყოფ ქვეყნებს.


