პენტაგონი – დოკუმენტების გაჟონვა ეროვნული უშიშროებისთვის "ძალიან სერიოზული" საფრთხეა
11/04/2023 08:37:45 მსოფლიო
უკრაინის ომის შესახებ მკაცრად გასაიდუმლოებული დოკუმენტების ინტერნეტში გაჟონვა წარმოადგენს "ძალიან სერიოზულ" საფრთხეს ეროვნული უშიშროებისთვის, – ამის შესახებ პენტაგონის პრესმდივანმა კრის მიგერმა განაცხადა.
მისი თქმით, ამერიკელი მაღალჩინოსნები ზიანის შესამცირებლად სათანადო ზომებს იღებენ.
"თავდაცვის მინისტრმა ლოიდ ოსტინმა გაჟონვის შესახებ პირველად 6 აპრილს შეიტყო და მას შემდეგ იგი ესაუბრა მოკავშირეებს, ყოველდღიურ შეხვედრებს მართავს ზიანის შესაფასებლად, შექმნა ჯგუფი გაჟონილი ინფორმაციის მასშტაბის და იმის დასადგენად, თუ ვისთვის გახდა ეს ინფორმაცია ხელმისაწვდომი", – განუცხადა ჟურნალისტებს მიგერმა.


