Accentnews.ge
მედია  – რუსეთის ერთ–ერთ აეროპორტზე "დრონით" შეტევა განხორციელდა

მედია  – რუსეთის ერთ–ერთ აეროპორტზე "დრონით" შეტევა განხორციელდა

11/04/2023 07:51:47 მსოფლიო

რუსეთის ქალაქ ბელგოროდის აეროპორტზე "დრონით" შეტევა განხორციელდა, – იუწყება დამოუკიდებელი გამოცემა „ბაზა“.

ისი ინფორმაციით, უპილოტო საფრენი აპარატი აეროპორტის ღობესთან აფეთქდა. წინასწარი მონაცემებით, მსხვერპლი არ არის. დაზიანებულია აეროპორტის სიგნალიზაციის კაბელი.

ბელგოროდის აეროპორტის ტერიტორიაზე უპილოტო საფრენი აპარატის ჩამოვარდნის ფაქტს საგანგებო სიტუაციების სამსახურზე დაყრდნობით ადასტურებს კრემლის მიერ კონტროლირებული სააგენტო „რია ნოვოსტიც“.

რუსეთის ბელგოროდის ოლქი უკრაინის ლუგანსკის, ხარკოვის და სუმის ოლქებს ესაზღვრება. რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე თავდასხმებისთვის იყენებს ბელგოროდის ოლქში დისლოცირებულ საბრძოლო ავიაციას.

ბოლო თვეებში ადგილობრივმა ხელისუფლებამ უკრაინა არაერთხელ დაადანაშაულა ბელგოროდის ოლქზე სარაკეტო და "დრონებით" დარტყმებში. კიევი ამას ოფიციალურად არ ადასტურებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S