
სააღდგომოდ შიდა მიმართულებით დამატებით ავიარეისები ინიშნება
11/04/2023 07:04:41 საზოგადოება
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, საქართველოს აეროპორტების გაერთიანება მესტიის, ბათუმის და ამბროლაურის მიმართულებით დამატებით 8 რეისს ნიშნავს.
გაერთიანების ინფორმაციით, დამატებითი რეისები, შიდა ფრენების მიმართულებით 13-22 აპრილის პერიოდში შემდეგი განრიგით შესრულდება:
- 13 აპრილი: ნატახტარი - ამბროლაური გაფრენა -14:30 საათზე, ამბროლაური - ნატახტარი გაფრენა -14:30 საათზე.
- 17 აპრილი: ნატახტარი - ამბროლაური გაფრენა - 15:00 საათზე, ამბროლაური - ნატახტარი გაფრენა - 16:30 საათზე.
- 14 აპრილი: ნატახტარი - მესტია გაფრენა - 10:30 საათზე, მესტია - ნატახტარი გაფრენა - 12:10 საათზე.
- 15 აპრილი: ნატახტარი - მესტია გაფრენა - 9:30 საათზე, მესტია - ნატახტარი გაფრენა 11:30 საათზე;
- 18 აპრილი: ნატახტარი - მესტია გაფრენა - 13:00 საათზე, მესტია - ნატახტარი გაფრენა 15:00 საათზე;
- 22 აპრილი: ნატახტარი - მესტია გაფრენა -13:30 საათზე, მესტია - ნატახტარი გაფრენა 15:00 საათზე;
- 15 აპრილი: ნატახტარი - ბათუმი გაფრენა - 13:30, ბათუმი - ნატახტარი გაფრენა 15:20 საათზე;22 აპრილი: ნატახტარი - ბათუმი გაფრენა - 9:45 საათზე, ბათუმი - ნატახტარი გაფრენა 11:45 საათზე;
ნატახტარი-მესტიის მიმართულებით - 90 ლარს, ხოლო ნატახტარი-ამბროლაურის მიმართულებით ფრენა 50 ლარი ღირს. 0-დან 3-წლამდე ჩვილები უფასოა, ხოლო 3-დან 12-წლამდე ბავშვებზე მოქმედებს 30 %-იანი ფასდაკლება.
ბილეთების შეძენა უკვე შესაძლებელია ვებ–გვერდზე https://ticket.vanillasky.ge/en/tickets