
“ფლანგვის დეტექტორი”: “ე.წ. “კარტოგრაფების საქმის” მოსამართლის ძმა ივანიშვილთან დაკავშირებულ 3 კომპანიაში დირექტორი იყო”
11/04/2023 05:56:38 საზოგადოება
“ფლანგვის დეტექტორის" განცხადებით, “ე.წ. “კარტოგრაფების საქმის” მოსამართლის ძმა ივანიშვილთან დაკავშირებულ 3 კომპანიაში დირექტორი იყო”.
"ლაშა სილაგაძემდე ამ კომპანიებში დირექტორის პოსტი ირაკლი ქარსელაძეს ეკავა, რომელიც ახლა ინფრასტრუქტურის მინისტრია. სასამართლო კლანის წევრი პაატა სილაგაძის ძმის პარტნიორებს ქართული ოცნებისთვის 280,000 ლარზე მეტი აქვთ შეწირული.
პაატა სილაგაძემ ე.წ კარტოგრაფების საქმეზე დაუშვებლად ცნო ადვოკატების სარჩელი, რომლითაც ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილის წინასწარ პატიმრობაში დატოვების გადაწყვეტილებას ასაჩივრებდნენ", – აცხადებს “ფლანგვის დეტექტორი".