Accentnews.ge
ჩინეთმა რუსულს ირანული ნავთობი ამჯობინა

ჩინეთმა რუსულს ირანული ნავთობი ამჯობინა

11/04/2023 06:48:55 მსოფლიო

ჩინეთმა რუსულს ირანული ნავთობი ამჯობინა. ჩინეთის მიერ ირანული ნავთობის იმპორტი გაიზარდა ბოლო ორი თვის განმავლობაში, რადგან მისი ფასი უფრო მიმზიდველია, ვიდრე რუსული ნედლი ნავთობის ღირებულება,– იუწყება Oil and Capital.

Vortexa-ს ცნობით, ირანულ ნედლეულზე ფასდაკლება მაისში მიწოდებით 12 დოლარამდეა Brent-ის ფასზე, რუსული Urals-ზე – დაახლოებით 10 დოლარი, ხოლო პრემიუმ ESPO იყიდება მხოლოდ 6 დოლარის ფასდაკლებით.

მიმდინარე წლის მარტში ირანული ნავთობის მიწოდების მოცულობა ჩინეთში 20%-ით გაიზარდა – დღეში 800 000 ბარელი შეადგინა და ეს მოცულობა გაიზარდება.

ანალიტიკოსების აზრით, რუსულ ნავთობს ძირითადად სახელმწიფო კომპანიების კუთვნილებაში არსებული გადამამუშავებელი ქარხნები ყიდულობენ, ხოლო ირანული ნავთობი უფრო მიმზიდველი ხდება ჩინური კერძო გადამამუშავებელი ქარხნებისთვის.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S