Accentnews.ge
მედია  – აშშ და ფილიპინები ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ სამხედრო წვრთნებს ატარებენ

მედია – აშშ და ფილიპინები ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ სამხედრო წვრთნებს ატარებენ

11/04/2023 06:45:04 მსოფლიო

აშშ და ფილიპინები ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ სამხედრო წვრთნებს ატარებენ მას შემდეგ, რაც ჩინეთმა ტაივანის სრუტის გარშემო სამდღიანი წვრთნები დაასრულა, – იუწყება BBC.

მისი ცნობით, გასულ თვეს ვაშინგტონმა განაცხადა, რომ ფილიპინებთან მათი ყოველწლიური წვრთნები იქნება ყველაზე მასშტაბური. წვრთნაში ჩაერთვება 17 000-ზე მეტი ჯარისკაცი, აქედან 12 000 ამერიკელი სამხედროა.

ორკვირიანი სამხედრო ოპერაციის განმავლობაში მანევრები ჩატარდება სამხრეთ ჩინეთის ზღვაში, რა დროსაც ჯარისკაცები სამიზნე ხომალდის აფეთქებაზე იმუშავებენ.

თებერვალში აშშ-სა და ფილიპინებს შორის შეთანხმება გაფორმდა, რომლის ფარგლებშიც ფილიპინურ კუნძულებზე, ჩინეთთან სადავო წყლებთან ახლოს, ოთხი ახალი სამხედრო ბაზა შეიქმნება. მათგან სამი ტაივანის სიახლოვეს განთავსდება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S