რუსეთში სოფია რატარუსთვის უძრავი ქონების ჩამორთმევა მოითხოვეს
11/04/2023 06:20:05 მსოფლიო
ორგანიზაცია "რუსეთის ვეტერანებმა" მიმართა რუსეთის ფედერაციის გენერალურ პროკურატურას და საგამოძიებო კომიტეტს მომღერალ სოფია როტარუსთვის უძრავი ქონების ჩამორთმევის თხოვნით უკრაინის შეიარაღებული ძალების დაფინანსების შესაძლო ფაქტების გამო.
რუსეთში რატარუსთვის ქონების ჩამორთმევის მიზეზად ორგანიზაციამ მომღერლის ანტიაომარი პოზიცია დაასახელა.
ორგანიზაცია მოითხოვს, რატარუს ქონება მოსკოვსა და იალტაში გამოიყენონ რუსეთის არმიის საჭიროებებისთვის. კერძოდ, საუბარია მომღერლის სამოთახიან ელიტარულ ბინაზე მოსკოვში და სასტუმრო Villa Sofia-ზე იალტაში.
რუსული სრულმასშტაბიანი აგრესიის დაწყების შემდეგ, სოფია როტარუმ თავის ინსტაგრამზე ომის საწინააღმდეგო მიმართვა გააკეთა და გასული წლის აგვისტოში მოუწოდა თავის გამომწერებს, გაიღონ თანხა ფონდისთვის, რომელიც ეხმარება უკრაინელი სამხედროების ცოლებსა და შვილებს.
მანამდე პროსამთავრობო "ფედერალური პროექტის უსაფრთხოებისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის" ხელმძღვანელმა ვიტალი ბოროდინმა მიმართა რუსეთის ფედერაციის გენერალურ პროკურატურას თხოვნით, შეემოწმებინა მსახიობი დანილა კოზლოვსკი რუსული არმიის "დისკრედიტაციის" საფუძვლით. ასევე მოითხოვეს მომღერლების ვალერი მელაძის, დიანა არბენინას შემოწმება.


