ისრაელის პრემიერ-მინისტრმა იოავ გალანტი თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე დააბრუნა
11/04/2023 06:11:06 მსოფლიო
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ გადაწყვეტილება შეცვალა და იოავ გალანტი თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე დააბრუნა.
ისრაელში სიტუაციის გამწვავების ფონზე, რაც გამოწვეულია ქვეყნის ტერიტორიაზე ღაზის სექტორიდან, ლიბანიდან და სირიიდან ბოლო დღეებში განხორციელებული სარაკეტო თავდასხმებით, პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ უთანხმოება გვერდით გადადო და თავდაცვის მინისტრთან ერთად 24 საათის განმავლობაში ყველა ფრონტზე მუშაობს.
ნეთანიაჰუს თქმით, ახლა ქვეყანა "ტერორისტული შეტევის" ქვეშაა.
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ იოავ გალანტი თავდაცვის მინისტრის თანამდებობიდან 26 მარტს დაითხოვა, მას შემდეგ, გალანტმა გააკრიტიკა მასობრივი საპროტესტო აქციების გამომწვევი სასამართლო რეფორმა და მთავრობას მისი შეჩერებისკენ მოუწოდა.


