Accentnews.ge
ჩრდილოეთ ოსეთიდან მობილიზებულები მეთაურის მხრიდან აბუჩად აგდების შესახებ საუბრობენ

ჩრდილოეთ ოსეთიდან მობილიზებულები მეთაურის მხრიდან აბუჩად აგდების შესახებ საუბრობენ

10/04/2023 19:40:51 მსოფლიო

ჩრდილოეთ ოსეთიდან მობილიზებულებს ხერსონის მიმართულების ერთ-ერთი პოლკის ბატალიონის მეთაური სცემდა, – აცხადებს რეგიონის ხელმძღვანელი სერგეი მენიაილო საქველმოქმედო ფონდ "ვიქტორიას გულის" ხელმძღვანელ ვერა ადაევაზე დაყრდნობით, რომელსაც მობილიზებულმა დახმარებისთვის მიმართეს.

ადაევას მიერ ტელეგრამ–არხზე გამოქვეყნებულ ვიდეოზე მუხლებზე დაჩოქილ მამაკაცს ცემენ. უფლებათდამცველი აცხადებს, რომ ამ კადრში მობილიზებულია აღბეჭდილი. სხვა ვიდეოში, კაცი, რომელმაც თავს აზამატს უწოდებს, აცხადებს, რომ ეშინია 404-ე პოლკის პირველი ბატალიონის მეთაურთან სამსახურისა, რადგან შიშობს, რომ მან შეიძლება, იგი მოკლას.

ჩრდილოეთო ოსეთის ხელმძღვანელმა სერგეი მენიაილომ განაცხადა, რომ ამ ფაქტებზე სამხედრო პროკურატურას მიმართვა გაუგზავნეს. აღნიშნულ პოლკში ჩრდილოეთ ოსეთის 46 მობილიზებული მსახურობს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S