Accentnews.ge
თურქეთში, მეჩეთში სროლის შედგად ექვსი ადამიანი დაშავდა

თურქეთში, მეჩეთში სროლის შედგად ექვსი ადამიანი დაშავდა

10/04/2023 15:50:48 მსოფლიო

თურქეთის ქალაქ ჩორუმში, მეჩეთში სროლა მოხდა, დაშავდა ექვსი ადამიანი, – იუწყება თურქული მედია.

მისი ცნობით, 30 წლის თურქეთის მოქალაქემ, სანადირო თოფიდან ცეცხლი გაუხსნა ადამიანებს, რომლებიც მეჩეთიდან გამოდიოდნენ. თავდამსხმელი ადგილიდან მიიმალა.

შემთხვევის ადგილზე პოლიციისა და სასწრაფო დახმარების ბრიგადები იყო მობილიზებული.

დაჭრილები ადგილობრივ საავადმყოფოებში გადაიყვანეს.

მომხდართან დაკავშირებით დამატებითი დეტალები უცნობია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S