კენტუკის შტატში მდებარე ერთ-ერთ ბანკში სროლას, სულ მცირე, ხუთი ადამიანი ემსხვერპლა
10/04/2023 15:24:32 მსოფლიო
კენტუკის შტატში, ქალაქ ლუივილში მომხდარი მასობრივი სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და ექვსი დაიჭრა.
დაჭრილები ადგილობრივ საავადმყოფოში არიან გადაყვანილი, მათ შორის არიან სამართალდამცველებიც.
სროლა ქალაქის ძველ ნაციონალურ ბანკში მოხდა. ადგილობრივმა ხელისუფლებამ მოქალაქეებს მოუწოდა, რომ ქალაქის იმ ნაწილს სადაც სროლა მოხდა, დროებით მოერიდონ.
ლუივილის პოლიციის ხელმძღვანელობის განცხადებით, თავდაპირველად სროლის შესახებ ინფორმაცია ადგილობრივი დროით 08:30 საათზე მიიღეს. შემთხვევის ადგილას მისულმა სამართალდამცველებმა თავდამსხმელი გაანეიტრალეს.
მომხდართან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია ჯერ–ჯერობით უცნობია.


