უკრაინამ რუსული ტყვეობიდან კიდევ 100 ადამიანი დაიბრუნა
10/04/2023 15:18:43 მსოფლიო
რუსეთმა და უკრაინამ სამხედრო ტყვეები გაცვალეს. უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის ანდრეი ერმაკის ინფორმაციით, ტყვეების გაცვლის ფარგლებში უკრაინამ რუსული ტყვეობიდან 100 ადამიანი დაიბრუნა, რომელთა მათ შორის არიან მარიუპოლის, "აზოვსტალის", "გოსტომელის" მცველები.
რუსეთი კი აცხადებს, რომ 106 სამხედრო დაიბრუნა.


