ბაიდენი - 2024 წელს ახალი ვადით არჩევისთვის ბრძოლას ვაპირებ, თუმცა ჯერ მზად არ ვარ, ამის შესახებ ოფიციალურად განვაცხადო
10/04/2023 13:51:52 მსოფლიო
აშშ–ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი 2024 წელს ახალი ვადით არჩევისთვის ბრძოლას აპირებს, თუმცა ჯერ მზად არ არის ამის შესახებ ოფიციალურად განაცხადოს, – ამის შესახებ ბაიდენმა NBC–სთან ინტერვიუში განაცხადა.
დემოკრატმა ჯო ბაიდენმა 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში დაამარცხა აშშ-ის 45-ე პრეზიდენტი, რესპუბლიკელი დონალდ ტრამპი. ტრამპი არჩევნებს გაყალბებულად აცხადებდა, თუმცა სამართლებრივად ეს ვერ დაამტკიცა.
2021 წლის 6 იანვარს, ჯო ბაიდენის ინაუგურაციამდე დაახლოებით ორი კვირით ადრე, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მხარდამჭერები კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ და მოითხოვდნენ, რომ კონგრესს არ ეღიარებინა 2020 წლის 3 ნოემბრის არჩევნებში ჯო ბაიდენის გამარჯვება. მასობრივი არეულობების შედეგად დაიღუპა 5 ადამიანი, მათ შორის – პოლიციელი.


