Accentnews.ge
რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს კომიტეტმა ღალატისთვის სამუდამო პატიმრობის შემოღებას მხარი დაუჭირა

რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს კომიტეტმა ღალატისთვის სამუდამო პატიმრობის შემოღებას მხარი დაუჭირა

10/04/2023 13:20:45 მსოფლიო

რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს სახელმწიფო მშენებლობისა და კანონმდებლობის კომიტეტმა ღალატისთვის სამუდამო პატიმრობის შემოღებას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. კანონპროექტის მეორე მოსმენა 13 აპრილს იგეგმება.

დღემდე ღალატის მუხლი ითვალისწინებდა 12-დან 20 წლამდე პატიმრობას, სასჯელაღსრულების კოლონიაში მოხდით.

საკანონმდებლო ცვლილებით, ტერორისტული აქტის მუხლით განსაზღვრული მაქსიმალური სანქციის ვადა 15-დან 20 წლამდე იზრდება, ხოლო ტერორისტულ ორგანიზაციაში პირის გაწევრიანების ან გადაბირებისთვის გათვალისწინებული მინიმალური სასჯელი ხუთის ნაცვლად, 7 წლით განისაზღვრება, მაქსიმალური სასჯელი - 15 წლით.

სასჯელის ზღვრის ზრდის შესახებ ცვლილება სასჯელის პირობით-ვადამდე გათავისუფლების წესზეც მოახდენს გავლენას. ასე მაგალითად, პირს, ვისაც სამუდამო პატიმრობა აქვს მისჯილი, მხოლოდ სამაგალითო ქცევის შემდეგ და არა უადრეს 25 წლის შემდეგ ექნება შესაძლებლობა, რომ ითხოვოს პირობით-ვადამდე გათავისუფლების საკითხის განხილვა.

უკრაინის წინააღმდეგ გაჩაღებული ომის დაწყების შემდეგ რუსეთში გახშირდა მოქალაქეების ღალატში დადანაშაულების შემთხვევები.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S