Accentnews.ge
მაისურზე წარწერა "СССР"-სთვის ესტონეთში მამაკაცი 444 ევროთი დააჯარიმეს

მაისურზე წარწერა "СССР"-სთვის ესტონეთში მამაკაცი 444 ევროთი დააჯარიმეს

10/04/2023 12:40:14 მსოფლიო

ესტონეთის ქალაქ ნარვას მკვიდრი, რომელიც 2022 წლის 9 მაისს ტანკის ძეგლთან მაისურზე წარწერა "СССР"-ით მივიდა, 444 ევროთი დააჯარიმეს, – იუწყება ERR .

იდას (რეგიონი, სადაც ქალაქი ნარვა მდებარეობს - რედ.) პრეფექტურამ დაჯარიმების შესახებ გადაწყვეტილება 24 ნოემბერს გამოსცა, მაგრამ ის ძალაში მხოლოდ ამ კვირაში შევიდა, როდესაც უზენაესმა სასამართლომ, მამაკაცის საკასაციო საჩივარი განსახილველად არ მიიღო.

"9 მაისს ასეთი მაისურის გამოჩენა არის პროვოკაციული აქტი, რომელიც პირდაპირ კავშირშია საერთაშორისო დანაშაულის ჩადენის გამართლებასთან და არავითარ კავშირში არ არის დაღუპულთა ხსოვნის პატივისცემასთან", - აცახდებენ სასამართლოში.

როგორც სასამართლოს გადაწყვეტილებიდან ირკვევა, სასამართლო პროცესზე მამაკაცმა უკრაინაში რუსეთის აგრესიის მიმართ მხარდაჭერა დაადასტურა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S