Accentnews.ge
ჯანდაცვის  მინისტრი – რესუბლიკურის შესახებ: "ექსპერტების საბოლოო დასკვნების შემდეგ შევჯერდებით გადაწყვეტილებაზე"

ჯანდაცვის  მინისტრი – რესუბლიკურის შესახებ: "ექსპერტების საბოლოო დასკვნების შემდეგ შევჯერდებით გადაწყვეტილებაზე"

10/04/2023 12:28:59 საზოგადოება

ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი აცხადებს, რომ მიმდინარე წლის ბოლომდე გახდება ცნობილი რესპუბლიკური საავადმყოფოს შენობის დემონტაჟი მოხდება თუ რეაბილიტაცია. ამ ეტაპზე მინისტრი გადაწყვეტილების მიღების ზუსტ თარიღს ვერ ასახელებს, თუმცა ამბობს, რომ მედპერსონალი საავადმყოფოში ჩვეულებრივად გააგრძელებს მუშაობას და პაციენტებსაც ჩვეულ რეჟიმში მიიღებს. ამის შესახებ მინისტრმა რესპუბლიკური საავადმყოფოს მედპერსონალთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

აზარაშვილის თქმით, მას შემდეგ, რაც ექსპერტების დასკვნებს გაეცნობიან, ინფორმაციას გააცნობენ მედპერსონალსაც და მათთან ერთად შეჯერდებიან კონკრეტულ გადაწყვეტილებაზე, მოხდება კლინიკის დემონტაჟი თუ რეაბილიტაცია":

„ხუთი სხვადასხვა ტიპის დასკვნას ველოდებით, ასევე, ქვეყნის გარეთ სხვადასხვა ექსპერტის ჩართულობით ვაკეთებთ. მინდა, კარგად შეთანხმებულად დავრწმუნდეთ, რა არის საჭირო და აუცილებელი, რომელი გადაწყვეტილება იქნება სწორი. ვადასტურებ, მთავრობის გადაწყვეტილებაა, რომ სახელმწიფო წარმოდგენილი უნდა იყოს მძლავრი, 500 საწოლზე გათვლილი მაღალტექნოლოგიური, თანამედროვე კლინიკით“, – განაცხადა მინისტრმა.

მისი განმარტებით, აკად. ნ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკა იქცევა რეგიონულ ჰაბად, რომელიც ქვეყნისთვის ახალ შესაძლებლობებს იძლევა.

მისი თქმით, რესპუბლიკური საავადმყოფო შეინარჩუნებს საუნივერსიტეტო კლინიკის სტატუსს, რაც კონცეპტუალურად გულისხმობს მომავალი მედიკოსების სრულ ინტეგრაციას კლინიკურ აქტივობებში და შესაბამისი ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფას.

რესპუბლიკური საავადმყოფოს კრიტიკული მედიცინის და ინტენსიური თერაპიის განყოფილების ხელმძღვანელმა გიორგი დუნდუამ ჯანდაცვის მინისტრთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ მედიკოსების პროტესტმა შედეგი გამოიღო.

მისი თქმით, სანამ საექსპერტო დასკვნები არ დაიდება, სანამ კონკრეტული სამშენებლო საექსპერტო შეთანხმება არ იქნება, იქამდე კლინიკა უწყვეტ რეჟიმში გააგრძელებს ფუნქციონირებას.

22 მარტს რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებმა ხელისუფლებას ღია წერილით მიმართეს და მოუწოდეს, არ დაუშვან კლინიკის დანგრევა და მისი ადგილმდებარეობის შეცვლა. ექიმებმა მომდევნო დღეების განმავლობაში არაერთი საპროტესტო აქცია გამართეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S