Accentnews.ge
უკრაინამ ხერსონიდან გატაცებული 24 ბავშვი დაიბრუნა

უკრაინამ ხერსონიდან გატაცებული 24 ბავშვი დაიბრუნა

10/04/2023 12:26:31 მსოფლიო

უკრაინამ ხერსონიდან რუსეთის ტერიტორიაზე უკანონოდ დეპორტირებული 24 ბავშვი დაიბრუნა, – იუწყება უკრაინული მედია.

მისი ინფორმაციით, ბავშვები საქველმოქმედო ფონდ Save Ukraine-ის მოხალისეების წყალობით დაბრუნდნენ.

ბავშვებს ხერსონის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრ პროკუდინი დახვდა. ის ბავშვებს გაესაუბრა და საჩუქრები გადასცა, მათ შორის, ონლაინ სწავლისთვის საჭირო პლანშეტები და ლეპტოპები.

სახელმწიფო პორტალ „ომის ბავშვების“ ინფორმაციით, 10 აპრილის მდგომარეობით, რუსებმა უკრაინიდან 19 384 ბავშვის დეპორტაცია განახორციელეს და უკრაინამ 361 ბავშვი დააბრუნა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S