Accentnews.ge
ლუკაშენკო: ბელარუსს რუსეთისგან დაცვის გარანტიები ესაჭიროება

ლუკაშენკო: ბელარუსს რუსეთისგან დაცვის გარანტიები ესაჭიროება

10/04/2023 11:41:53 მსოფლიო

ბელარუსის ავტორიტარი ლიდერის ალექსანდრე ლუკაშენკოს განცხადებით, მის ქვეყანას მოსკოვისგან მტკიცე გარანტიები სჭირდება იმისა, რომ გარე აგრესიის შემთხვევაში რუსეთი რესპუბლიკას საკუთარი ტერიტორიის მსგავსად დაიცავს.

„ეს თემა რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრაზეც წამოვჭერი და მან აბსოლუტურად ყველა მიმართულებით დამიჭირა მხარი. აღინიშნა, რომ უნდა გადავხედოთ ყველა ჩვენს ხელშეკრულებასა და შეთანხმებას, რათა ვნახოთ, რა სახელმწიფოთაშორისი ხასიათის ნორმატიული სამართლებრივი აქტის მიღებაა აუცილებელი ბელარუსის სრული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“, - აღნიშნა, "ბელსატის" ინფორმაციით, ლუკაშენკომ რუსეთის თავდაცვის მინისტრ შოიგუსთან დღეს გამართული შეხვედრისას.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S