Accentnews.ge
მასკმა უარი განაცხადა, წაეშალა "უკრაინის გაქრობის" შესახებ მედვედევის "პოსტი"

მასკმა უარი განაცხადა, წაეშალა "უკრაინის გაქრობის" შესახებ მედვედევის "პოსტი"

10/04/2023 11:34:37 მსოფლიო

სოციალურ ქსელ „ტვიტერის“ მფლობელი, ამერიკელი მილიარდერი ილონ მასკი გამოეხმაურა მომხმარებლების კრიტიკას რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, ყოფილი პრეზიდენტის დიმიტრი მედვედევის იმ "პოსტის" სოციალურ ქსელში გამოქვეყნების შესახებ, რომელშიც "უკრაინის გაქრობაზეა“ საუბარი.

„ტვიტერის“ მომხმარებლებმა მასკი დაადანაშაულეს იმის გამო, რომ „არ ასრულებს“ რუსეთის წინააღმდეგ დაკისრებულ სანქციებს და რუს პოლიტიკოსებს პლატფორმის გამოყენების უფლებას აძლევს.

„ტვიტერის“ მფლობელი მიიჩნევს, რომ ამის შესახებ გადაწყვეტილება ხალხმა თავად უნდა მიიღოს და უარი თქვა რუსეთის სამთავრობო სტრუქტურების ანგარიშების შეზღუდვაზე.

დმიტრი მედვედევმა, რომელიც ცნობილია უკრაინისა და კოლექტიური დასავლეთის წინააღმდეგ მიმართული აგრესიული განცხადებებით, ცოტა ხნის წინ "ტვიტერში" დაწერა, რომ "უკრაინა გაქრება, რადგან ის არავის სჭირდება".

მასკმა აღნიშნა, რომ „ტვიტერი“ ხელს არ შეუწყობს და არც შეზღუდავს რუსეთის მთავრობის ანგარიშებს.

"ცენზურით დაკავება მხოლოდ იმიტომ, რომ სხვები ამას აკეთებენ, სუსტი სვლაა", - განმარტა მასკმა თავისი პოზიცია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S