მაკრონი – ევროპამ შეერთებულ შტატებზე დამოკიდებულება უნდა შეამციროს
10/04/2023 09:44:49 მსოფლიო
საფრანგეთის პრეზიდენტ ემანულე მაკრონის განცხადებით, ევროპამ უნდა შეამციროს თავისი დამოკიდებულება შეერთებულ შტატებზე და თავი აარიდოს ტაივანის გამო, ჩინეთსა და აშშ-ს შორის დაპირისპირებაში ჩართვას. ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ჩინეთში სამდღიანი სახელმწიფო ვიზიტიდან დაბრუნების დროს Politico-სთან ინტერვიუში განაცხადა.
"კითხვაზე, რომელსაც ევროპელებმა უნდა უპასუხონ არის... არის თუ არა ჩვენს ინტერესებში ტაივანში [კრიზისის] დაჩქარება? არა. ყველაზე ცუდი იქნება ვიფიქროთ, რომ ჩვენ ევროპელები უნდა გავხდეთ მიმდევრები ამ საკითხში და მივიღოთ ამერიკული დღის წესრიგი", – განაცხადა მაკრონმა.
მისი თქმით, ევროპამ იარაღისა და ენერგეტიკის თვალსაზრისით აშშ-ზე დამოკიდებულება გაზარდა და ახლა ყურადღება ევროპის თავდაცვის ინდუსტრიის განვითარებაზე უნდა გაამახვილოს.


