Accentnews.ge
გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრი არ გამორიცხავს, რომ ქვეყანაში საერთაშორისო შეჯიბრებებში მონაწილეობისთვის რუსი სპორტსმენები არ შეუშვან

გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრი არ გამორიცხავს, რომ ქვეყანაში საერთაშორისო შეჯიბრებებში მონაწილეობისთვის რუსი სპორტსმენები არ შეუშვან

10/04/2023 09:36:10 მსოფლიო

გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრი ნენსი ფეზერი არ გამორიცხავს, რომ ქვეყანაში საერთაშორისო შეჯიბრებებში მონაწილეობისთვის რუსი სპორტსმენები არ შეუშვან.

გერმანულ მედიასთან საუბრისას მინისტრმა თქვა, რომ გამოყენებულ იქნება შესაბამისი სავიზო რეგულაციები.

რუს და ბელარუსელ ათლეტებს უმეტეს საერთაშორისო სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეობა აეკრძალათ მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრა განახორციელა. საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის წინადადებაა, რომ ისინი, კვლავ დაუშვან საერთაშორისო ტურინებზე. მძლეოსნობის ასოციაციასთან ერთად მსოფლიოს საცხენოსნო ფედერაციაც გამოვიდა მოწოდებით, შეჯიბრებებზე არ დაიშვან სპორტსმენები რუსეთიდან და ბელარუსიდან. მეორე მხრივ, ტანვარჯიშის მსოფლიო ფედერაციის პრეზიდენტმა, იაპონელმა მორინარი ვატანაბემ მხარი დაუჭირა შეჯიბრებებზე მათ ხელახლა დაშვებას და ამის თაობაზე გადაწყვეტილება შარშან მაისში გამოაცხადა.

რუსი და ბელარუსელი სპორტსმენების ხელახლა დაშვებას მხარს უჭერს ჭიდაობის მსოფლიო ასოციაციაც.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S