Accentnews.ge
გენერალი სირსკი – რუსეთი ბახმუტში ე.წ. სირიულ ტაქტიკაზე გადავიდა

გენერალი სირსკი – რუსეთი ბახმუტში ე.წ. სირიულ ტაქტიკაზე გადავიდა

10/04/2023 09:06:08 მსოფლიო

უკრაინის თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების სარდალი, გენერალ-პოლკოვნიკი ოლექსანდრ სირსკი აცხადებს, რომ რუსეთი ბახმუტში ე.წ. სირიულ ტაქტიკაზე გადავიდა.

უკრაინის თავდაცვის და უსაფრთხოების ძალების მედიაცენტრის მიერ დღეს გამოქვეყნებული ინფორმაციით, 9 აპრილს, გენერალ-პოლკოვნიკი სირსკი იმყოფებოდა ბახმუტის მიმართულებით ფრონტის ყველაზე "ცხელ მონაკვეთებზე". მისი ცნობით, სირსკიმ მეთაურებისგან მიიღო ინფორმაცია საბრძოლო მოქმედებების მიმდინარეობის და დაუყოვნებლივ მოსაგვარებელი პრობლემების შესახებ და ადგილზევე მიიღო ოპერატიული გადაწყვეტილებები.

გენერალ-პოლკოვნიკ სირსკის განცხადებით, უკრაინელმა მეომრებმა „ვაგნერელები“ გამოფიტეს, ამიტომ რუსეთი იძულებული გახდა ბახმუტისთვის ბრძოლაში ჩაერთო სადესანტო-მოიერიშე ქვედანაყოფები და სპეცრაზმები და ამჟამად ორივე მხრიდან სასტიკი ბრძოლებია. სირსკის თანახმად, მოწინააღმდეგე გადავიდა „გამომწვარი მიწის“ ე.წ. სირიულ ტაქტიკაზე და ბახმუტში შენობებს ანადგურებს საარტილერიო ცეცხლით და საჰაერო დარტყმებით.

რუსეთის რეგულარული არმიის ქვედანაყოფები და კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერი" 2022 წლის მეორე ნახევრიდან ცდილობენ დაიპყრონ დონეცკის ოლქის ქალაქი ბახმუტი, რომლის ფართობი დაახლოებით 42კმ²-ია.ომის დაწყებამდე ბახმუტში 72 000 ადამიანი ცხოვრობდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S