
კალაძე – ორხევის დასახლებაში 150 მიუსაფარი ძაღლისთვის თავშესაფარი აშენდება
10/04/2023 08:30:31 საზოგადოება
თბილისის მერ კახა კალაძის განცხადებით, ორხევის დასახლებაში 150 მიუსაფარი ძაღლისთვის თავშესაფარი აშენდება. ამის შესახებ მან მუნიციპალიტეტის მთავრობის 10 აპრილის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, მშენებლობის მიზნით, თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოსა და შპს CBD Development-ს შორის ხელშეკრულება ფორმდება.
"ორხევის დასახლებაში, ახვლედიანის II ჩიხში მდებარე 9 231 კვ.მ მიწის ნაკვეთზე, შპს CBD Development-ი, დაახლოებით, ორი წლის განმავლობაში, 1 მლნ 500 ათასი ლარის ინვესტიციას განახორციელებს.
ხელშეკრულების თანახმად, მიწის ნაკვეთზე ძაღლებისთვის ვოლიერები, საოპერაციო, საკარანტინე სივრცეები და სხვა დამხმარე შენობა-ნაგებობები აშენდება. კომპანია იღებს ვალდებულებას, 150 მიუსაფარ ძაღლზე გათვლილი თავშესაფარი მოაწყოს", - ამბობს თბილისის მერი და ამატებს, რომ მიწის ნაკვეთი კომპანიას უსასყიდლო უზუფრუქტით, 15 წლის ვადით გადაეცემა.