Accentnews.ge
WP: რუსულმა Су-27-მა სექტემბერში ბრიტანული მზვერავი თვითმფრინავი კინაღამ ჩამოაგდეს

WP: რუსულმა Су-27-მა სექტემბერში ბრიტანული მზვერავი თვითმფრინავი კინაღამ ჩამოაგდეს

10/04/2023 08:30:20 მსოფლიო

გასული წლის სექტემბერში რუსმა პილოტებმა შავი ზღვის თავზე კინაღამ ჩამოაგდეს ბრიტანული მზვერავი თვითმფრინავი RC-135, - ნათქვამია პენტაგონის საიდუმლო მასალებში, რომელმაც ამ დღეებში გაჟონა.

The Washington Post-ის ინფორმაციით, საუბარია ანექსირებული ყირიმის სიახლოვეს მომხდარ ინციდენტზე, რომელზეც ოქტომბერში ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა ბენ უოლესმა ისაუბრა.

როგორც ირკვევა, ერთ-ერთი რუსული გამანადგურებელი ბრიტანულ თვითმფრინავს 4,5 მ მანძილზე მიუახლოვდა, მეორემ კი, რომელიც შედარებით მოშორებით იყო, რაკეტა გაუშვა.

უოლესმა მაშინ რუსების ქმედებას "სიგიჟე" უწოდა და აღნიშნა, რომ ბრიტანული თვითმფრინავი "თითქმის ჩამოაგდეს". მინისტრის ინფორმაციით, ბრიტანულმა მხარემ თავისი შეშფოთება რუსეთის თავდაცვის მინისტრ შოიგუსაც დაუფიქსირა, ამ უკანასკნელმა კი რაკეტის გაშვება "ტექნკური გაუმართავობით" ახსნა. ამასთან, მოსკოვმა აღიარა, რომ ინციდენტი საერთაშორისო საჰაერო სივრცეში მოხდა.

The Washington Post-ის ინფორმაციით, საიდუმლო მასალებში აღწერილია რუსების რამდენიმე სხვა საპასუხო ნაბიჯიც ბრიტანელების, ამერიკელებისა და ფრანგების სადაზვერვო ფრენებზე, რომელიც გასული წლის ოქტომბრიდან მიმდინარე წლის თებერვლის პერიოდში განხორციელდა, მათ შორის - 30 დეკემბრის ეპიზოდი, როცა რუსული გამანადგურებლები ბრიტანულ Rivet Joint-სა და მის ორ თანმხლებ გამანადგირებელ Typhoon-ს მიუახლოვდნენ.

ცნობისთვის: ბოლო დღეებში ამერიკული სპეცსამსახურების საიდუმლო მასალების ერთბაშად რამდენიმე მსხვილი გაჟონვა მოხდა. ღია წვდომაში მოხვედრილი დოკუმენტების დიდი ნაწილი რუსეთ-უკრაინის ომს ეხება. თუმცა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა ამ გაჟონვებს "მოსკოვის მიერ ინსპირირებული ფეიქები" უწოდა და განაცხადა, რომ რეალურ გეგმებს უკრაინა უახლოეს ხანებში მოსკოვს ბრძოლის ველზე უჩვენებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S