უკრაინის სახმელეთო ჯარების მეთაური - ბახმუტში ვითარება რთულია, მაგრამ კონტროლირებადი
10/04/2023 07:42:18 მსოფლიო
რუსმა ოკუპანტებმა ბახმუტში „გადამწვარი მიწის“ ტაქტიკის გამოყენება დაიწყეს, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების მეთაურმა ალექსანდრე სირსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, ქალაქში ვითარება რთულია, მაგრამ კონტროლირებადი:
„მტერი გადავიდა ეგრეთ წოდებულ „სირიულ“ გადამწვარი მიწის ტაქტიკაზე. ისინი ანადგურებენ შენობებს და პოზიციებს საჰაერო დარტყმებითა და საარტილერიო ცეცხლით. ბახმუტის თავდაცვა გრძელდება. სიტუაცია რთულია, მაგრამ კონტროლირებადი“.


