
ISW - მოსკოვმა შესაძლოა, აღდგომა უკრაინის კონტრშეტევის გადადების მიზნით გამოიყენოს
10/04/2023 06:31:38 მსოფლიო
ომის შესწავლის ინსტიტუტი (ISW) აცხადებს, რომ რუსეთი რელიგიის იარაღად გამოყენებას აგრძელებს.
ISW–ს ცნობით, რუსეთმა შესაძლოა, გამოიყენოს აღდგომის დღესასწაული, რომელსაც მართლმადიდებლები 16 აპრილს აღნიშნავენ, უკრაინის კონტრშეტევის გადადების მიზნით.
მისი განცხადებით, მოსკოვი შესაძლოა, გამოვიდეს "ცეცხლის შეწყვეტის მოწოდებით რელიგიის პატივისცემის გამო, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი არ ავლენს რელიგიისადმი ასეთ პატივს მის მიერ ოკუპირებულ რეგიონებში".
"ასეთი, პაუზა არაპროპორციულად სარგებელს მოუტანს რუსეთის ჯარებს და საშუალებას მისცემს მათ უზრუნველყონ თავიანთი მიღწევები ბახმუტში და მოემზადონ თავდაცვა უკრაინის 2023 წლის გაზაფხულის კონტრშეტევისგან", – აცხადებს ISW.
მისი ცნობით, "უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ რუსმა ჯარისკაცებმა ან საოკუპაციო ხელისუფლებამ უკრაინაში რელიგიურ ნიადაგზე დევნის მინიმუმ, 76 აქტი ჩაიდინეს".