მარსელში კორპუსის ნგრევის შედეგად, სულ მცირე, 2 ადამიანი დაიღუპა
10/04/2023 06:09:48 მსოფლიო
საფრანგეთის ქალაქ მარსელში მდენარე ერთ–ერთი კორპუსის ნგრევის შედეგად, სულ მცირე, 2 ადამიანი დაიღუპა. მაშველების ინფორმაციით, 8 ადამიანი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება.
კორპუსის ნგრევას წინ უძღოდა აფეთქება. აფეთქების მიზეზი ჯერ–ჯერობით უცნობია.
მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.
დაზიანებულია მეზობლად მდებარე სახლებიც.
ევაკუირებულია 179 ადამიანი.


