Accentnews.ge
CNN – პენტაგონიდან სავარაუდოდ, საიდუმლო დოკუმენტების გაჟონვის გამო უკრაინამ ზოგიერთი გეგმა შეცვალა

CNN – პენტაგონიდან სავარაუდოდ, საიდუმლო დოკუმენტების გაჟონვის გამო უკრაინამ ზოგიერთი გეგმა შეცვალა

10/04/2023 05:30:21 მსოფლიო

პენტაგონიდან სავარაუდოდ, საიდუმლო დოკუმენტების გაჟონვის გამო უკრაინამ ზოგიერთი გეგმა შეცვალა, – იუწყება CNN უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან დაახლოებულ წყაროზე დაყრდნობით.

CNN-ის ინფორმაციით, ამერიკის შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების შტაბების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტი დეტალურად სწავლობს სიას იმ პირებისა, რომლებიც პენტაგონის საიდუმლო ანგარიშებს იღებენ. სოციალური ქსელებით გავრცელებული დოკუმენტების ნაწილს აქვს აღნიშვნა, რომელიც მიუთითებს, რომ მასალები მომზადებულია კომიტეტის სადაზვერვო დანაყოფის – J2-ის მიერ.

აშშ-ში გრძელდება ინტერნეტ სივრცეში სავარაუდოდ, პენტაგონის საიდუმლო მასალების გავრცელების ფაქტის გამოძიება. მათ შორისაა ინფორმაცია უკრაინის შესაძლო კონტრშეტევის შესახებაც. პენტაგონის პრეს–მდივნის მოადგილემ საბრინა სინგჰმა 9 აპრილს განაცხადა, რომ თავდაცვის სამინისტრო ისევ ამოწმებს დოკუმენტების ფოტოასლების ნამდვილობას და მათი გავრცელების გავლენას როგორც ამერიკის, ისე მოკავშირეებისა და პარტნიორების ეროვნულ უსაფრთხოებაზე. სინგჰის ინფორმაციით, შეერთებული შტატების ოფიციალური პირები მოკავშირეებს და პარტნიორებს ესაუბრნენ და შესაბამისი ინფორმაცია მიაწოდეს კონგრესის კომიტეტებსაც. გამოძიებას აწარმოებს იუსტიციის სამინისტროც.

  • გასულ კვირაში გამოცემა The New York Times-ის სტატიიდან ცნობილი გახდა, რომ ინტერენტში გაჟონა სავარაუდოდ, ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის სამინისტროს საიდუმლო დოკუმენტების ფოტომასლებმა, რომლებიც ეხება კონტრშეტევისთვის უკრაინის არმიის მომზადებას. მოგვიანებით გაირკვა, რომ ინტერნეტ სივრცეში გავრცელებულია სავარაუდოდ, სხვა საიდუმლო მასალებიც, რომლებიც ეხება არა მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატების მოწინააღმდეგეებს, მათ შორის ჩინეთს და რუსეთს, არამედ მოკავშირე სამხრეთ კორეასაც და ასევე, ახლო აღმოსავლეთს.

CNN-ის ინფორმაციით, ოფიციალური პირები ზოგიერთი დოკუმენტის ნამდვილობას ადასტურებენ, რაც მიუთითებს, რომ აშშ უსმენს არა მხოლოდ მოწინააღმდეგეებს, არამედ მოკავშირეებსაც და უსმენს სამხრეთ კორეის, ისრაელის და უკრაინის წარმომადგენლებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S