გარდაიცვალა ნიურნბერგის სასამართლო პროცესის პროკურორი ბენჯამინ ფერენცი
10/04/2023 05:08:08 მსოფლიო
ნიურნბერგის სასამართლო პროცესის უკანასკნელი გადარჩენილი პროკურორი ბენჯამინ ფერენცი 103 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ფერენცი 1920 წელს უნგრეთში დაიბადა. იგი ერთი წლისაც არ იყო, როცა მისი ოჯახი უნგრეთში ებრაელების დევნას გაექცა და საცხოვრებლად შეერთებულ შტატებში გადავიდა.
მან ჰარვარდში სამართალი ისწავლა და 1945 წელს შეუერთდა ჯგუფს, რომელიც აგროვებდა ნაცისტური არმიის სამხედრო დანაშაულების მტკიცებულებებს, კერძოდ კი, მუშაობდა ამერიკული არმიის მიერ გათავისუფლებულ საკონცენტრაციო ბანაკებში.
27 წლის ასაკში იგი გახდა ნიურნბერგის პროცესის - ომის დამნაშავეების სასამართლო პროცესის პროკურორი. ფერენცი ე.წ. "აინზაცგუპენის" - ესეს-ის ქვედანაყოფის საქმეზე ბრალმდებლის როლში იყო. „აინზატცგრუპენი“ ადამიანების მასობრივ განადგურებაში მონაწილეობდა აღმოსავლეთ ევროპისა და სსრკ-ს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. საქმეში 22 ბრალდებული იყო, რომელთაც მთლიანობაში, 1 მილიონზე მეტი ადამიანის მკვლელობა ედებოდათ ბრალად. ყველა მათგანი დამნაშავედ ცნეს, 13-ს - სიკვდილით დასჯა მიესაჯა.
ნიურნბერგის პროცესის შემდეგ, ფერენცი ჩართული იყო რეპარაციისა და რესტიტუციის პროგრამებში.
მან მონაწილეობა მიიღო სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს შექმნაში ჰააგაში, სადაც ფეხით მოსიარულეთა ერთ-ერთი ქუჩა მის სახელს ატარებს.


