მაკრონი – უკრაინაში მიმდინარე ომზე: "ახლა მოლაპარაკების დრო არ არის"
10/04/2023 05:02:35 მსოფლიო
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი მიიჩნევს, უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით ახლა მოლაპარაკებების დრო არ არის.
ამის შესახებ მან ჩინეთში ვიზიტის დროს გამოცემა Les Échos-თან ინტერვიუში განაცხადა.
“ვფიქრობ, რომ ჩინეთიც იგივე დაკვირვებას აკეთებს, რასაც ჩვენ. კერძოდ, რომ დღეს საომარი ამინდია. უკრაინელები წინააღმდეგობას უწევენ, ჩვენ კი მათ ვეხმარებით. ახლა მოლაპარაკების დრო არ არის“, - აღნიშნა მაკრონმა.


