Accentnews.ge
Twitter-მა რუსეთის ხელისუფლებასთან დაკავშირებულ ანგარიშებს შეზღუდვები გაუუქმა

Twitter-მა რუსეთის ხელისუფლებასთან დაკავშირებულ ანგარიშებს შეზღუდვები გაუუქმა

09/04/2023 07:53:25 მსოფლიო

სოციალურმა ქსელმა Twitter-მა რომელიც ცოტა ხნის წინ შეიძინა მილიარდერმა ილონ მასკმა, გააუქმა ადრე არსებული შეზღუდვები რუსეთის ხელისუფლებასთან დაკავშირებულ ანგარიშებზე, – იუწყება The Telegraph.

გამოცემის ცნობით, მან გადაამოწმა და დარწმუნდა, რომ Twitter-ზე ძიება კვლავ იძლევა ბმულებს, კერძოდ, კრემლის, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ბრიტანეთში რუსეთის საელჩოს ანგარიშებზე. ისინი, ჩანს ასევე რეკომენდებული ანგარიშების სიებში.

რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო (ТАСС) წერს, რომ სოციალურმა ქსელმა საძიებელში რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ანგარიშის გაცემაც დაიწყო.

ამასთან, უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, გასული წლის წლის აპრილში, კორპორაცია Twitter-მა განაცხადა, რომ "არ გაუკეთებს რეკლამას და არ გაავრცელებს სამთავრობო ანგარიშებს იმ სახელმწიფოებისა, რომლებიც ზღუდავენ თავისუფალ ინფორმაციასთან წვდომას და მონაწილეობას იღებენ შეიარაღებულ კონფლიქტებში სახელმწიფოებს შორის" და აღნიშნა, რომ შეზღუდვები შეეხება კერძოდ იმ ანგარიშებს, რომლებიც რუსეთის ხელისუფლებასთანაა დაკავშირებული.

მანამდე, ცნობილი გახდა, რომ Twitter-მა გააუქმა შეზღუდვები რუსული და ჩინურ სახელმწიფო მედიასაშუალებების, მათ შორის RT-ს მიმართ. ისინი კვლავ იძებნება რეკომენდებული ანგარიშების სიებში.

ცნობები იმის შესახებ, რომ ესა თუ ის ანგარიში სახელმწიფო ორგანოებთან არის დაკავშირებული, დარჩა, თუმცა ისინი არა მხოლოდ რუსეთს, არამედ სხვა ქვეყნებსაც ეხება.

Twitter-ის ერთ-ერთმა ყოფილმა ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ეს შემთხვევითი არ არის, ეს არის კორპორაციის პოლიტიკის შეგნებული ცვლილება.

გასული წლის ოქტომბერში Twitter-ის შეძენისას მასკმა განაცხადა, რომ სურს, სიტყვის დიდი თავისუფლება უზრუნველყოს სოციალურ ქსელში. სხვათა შორის, მოხდა აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ანგარიშის აღდგენა. (იგი ამ ანგარიშით არ სარგებლობს). მასკი არაერთმა კომენტატორმა და პოლიტიკოსმა გააკრიტიკა.

მათ აღნიშნეს, რომ მოდერაციის პოლიტიკაში გატარებული ცვლილებები ხელს აძლევს დეზინფორმატორებსა და სიძულვილის კამპანიებს.

მასკმა ასევე გააკეთა საჯარო განცხადებები, რომლებიც უკრაინის ხელისუფლებისა და რიგი კომენტატორების მიერ აღქმული იყო, როგორც პრორუსული. The Telegraph-ის ცნობებზე Twitter-ს კომენტარი არ გაუკეთებია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S