
პრეზიდენტი - ყველას, ვინც საქართველოსა და მსოფლიოში დღეს მაცხოვრის აღდგომის დღესასწაულს ზეიმობს, გულითადად ვულოცავ უდიდეს ქრისტიანულ დღესასწაულს
09/04/2023 07:32:13 პოლიტიკა, საზოგადოება
ყველას, ვინც საქართველოსა და მსოფლიოში დღეს მაცხოვრის აღდგომის დღესასწაულს ზეიმობს - კათოლიკებს, სომეხთა სამოციქულო და ლუთერულ ეკლესიებსა და მათ მრევლს - გულითადად ვულოცავ ამ უდიდეს ქრისტიანულ დღესასწაულს, - ამის შესახებს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„ეს დღე, რომელიც ღვთის სიყვარულის, სიკეთის მარადიული გამარჯვებისა და კაცობრიობისათვის ახალი ცხოვრების დასაწყისს გამოხატავს, სიხარულით ავსებს მორწმუნეთა გულებს.
ვუერთდები თქვენს სიხარულს, მშვიდობა, ერთობა, ჯანმრთელობა და კეთილდღეობა არ მოგკლებოდეთ!“, - წერს სალომე ზურაბიშვილი „ფეისბუქზე”.